Wednesday, 5 August 2009

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში: კრიტიკული ანალიზი

22–30 ივნისს სევილიაში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა საქართველოსათვის არასასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. მცხეთის ისტორიული ძეგლები, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსთან, ბაგრატის ტაძართან და ზემო სვანეთთან ერთად უკვე თხუთმეტი წელია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად ირიცხება, საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო ნუსხაში შეიტანეს.

ქართული საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც კონვენცია წევრ ქვეყანას აკისრებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუდმივმა სოციალურ–ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა ეს თემა, ბევრ სხვა საინტერესო საკითხთან ერთად, უკანა პლანზე გადასწია. ჩვეულებისამებრ, საკითხი "მონოპოლიზებულ" იქნა ცალკეული ექსპერტების მიერ და საზოგადეობის და საზოგადოების საზოგადოების თვალსაწიერს მიღმა უხმაუროდ განვლო უკვე თხუთმეტმა წელიწადმა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის დასკვნების მიხედვით, ამ ხნის მანძილზე საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის და, კონკრეტულად, მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ძირითად მიზეზებად არასათანადო მართვა, სახელმძღვანელო დოკუმენტების არარსებობა და, აქედან გამომდინარე, შეუსაბამო ჩარევები სახელდება. ეს მაშინ, როცა UNESCO-ს ექსპერტების მონაწილეობით და საერთაშორისო დაფინანსებით დიდი ხანია შექმნილია "მცხეთის მემკვიდრეობისა და ტურიზმის გენერალური გეგმა", რომლის ოფიციალურ სამოქმედო დოკუმენტად დამტკიცებას ამაოდ ითხოვს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ბოლო ექვსი წლის მანძილზე.

კომიტეტის დასკვნები და მოთხოვნები გამომდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფუნდამენტური დებულებებიდან, რომლის უპირველესი მიზანია გამოავლინოს, დაიცვას და მომავალ თაობებს გადასცეს განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები. კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებში იგულისხმება არა მარტო კონკრეტული არქიტექტურული ანსამბლები და არქეოლოგიური მონაპოვარი, არამედ ისტორიული ქალაქები და დასახლებები, ტექნოლოგიისა და მეცნიერების მიღწევები და კულტურული ლანდშაფტები. ამიტომაც იტევს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხა როგორც პართენონსა და პირამიდებს, ასევე ნორვეგიიდან უკრაინამდე გადაჭიმულ სტრუვეს გეოდეზიურ მრუდს, ფილიპინებზე იფუგაოს ბრინჯის პლანტაციების ტრადიციულ ტერასებს და რვაასზე მეტ სხვა ღირშესანიშნავ ადგილს.

კონვენცია მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა "შეიმუშაონ და დაამტკიცონ ეროვნული პოლიტიკა, რომელიც კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას საზოგადოების ცხოვრების ფუნქციურ ნაწილად აქცევს", შექმნან შესაბამის საკანონმდებლო, სამეცნიერო, ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური გარემო; დააფუძნონ ეროვნული და რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრები და აღკვეთონ ნებისმიერი ქმედება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანს მიაყენებს მემკვიდრეობას.

კონვენციის სამოქმედო პრინციპები განმარტავს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისთვის შესაბამისი დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ძეგლთა დაცვის სისტემის დეცენტრალიზება. განვითარებისა და კონსერვაციის ჰარმონიული პოლიტიკის შემუშავება, გრანტებისა და საგადასახადო შეღავათების მეშვეობით კერძო მესაკუთრეების წახალისება, ცვლილებების კონტროლი, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ძეგლების მართვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ეს ყველაფერი თანაბრად ეხება საქართველოს, როგორც კონვენციის წევრ ქვეყანას, რომ აღარაფერი ვთქვათ სპეციალურად საქართველოსათვის განკუთვნილ კონკრეტულ მითითებებსა და რეკომენდაციებზე. მაგრამ მოდით, დროებით დავივიწყოთ საერთაშორისო რეგულირება და დავფიქრდეთ რა დამოკიდებულება გვაქვს ეროვნულ დონეზე ჩვენი მემკვიდრეობის მიმართ.

ქართული საზოგადოებისათვის ისტორიული ძეგლები უმეტესად სასკოლო ექსკურსიებთან და შაბათ–კვირის პიკნიკებთან ასოცირდება. ბუნების წიაღში, თვალწარმტაც ხეობაში მიმალული ტაძარი, იქვე ჩეროში გაშლილი სუფრა და წყაროში ჩაციებული ღვინო კულტურული მემკვიდრეობის ქართული გაგების ყველაზე რეალური გამოხატულებაა. აღსანიშნავია, რომ ეწირედ ეკლესია, და რა სხვა რამ, არის ისტორული მემკვიდრეობის პოპულარული სიმბოლო. ეს არცთუ უსაფუძვლოა, რადგან ქვეყნის ისტორიული განვითარების პროცესში ეროვნული იდენტობა და მართლმადიდებლობა მჭიდროდ ჩაეწნა ერთმანეთს. იმდენად მჭიდროდ, რომ დღეს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არის ქვეყნის მოძრავი და უძრავი ეროვნული საგანძურის აბსოლიტური უმრავლესობის მფლობელი. მაშ შორის, ყველა მოქმედი და არამოქმედი ეკლესია–მონასტრის, მათი ნანგრევების და მიწის ნაკვეთების, რომლემზედაც ისინია განლაგებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც მფლობელს, სწორედ ეკლესიას აკისრია ამ ძეგლების დაცვისა და მოვლა–პატრონობის უპირველესი მოვალეობა.

ეს დეტალები უადგილო იქნებოდა, რომ არა ჩვენი საამაყო ისტორიული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობა, რისი დასტურიც სვეტიცხოვლის, ჯვრის, სამთავროს ტაძრებისა და ბაგინეთის არქეოლოგიური ნაშთების საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეტანაა. სამწუხაროდ, მხოლოდ UNESCO-ს დასკვნებიდან არის შესაძლებელი იმ ფაქტების დადგენა, რის გამოც მცხეთა ასეთ არასახარბიელო ნუსხაში მოხვდა. პროფესიონალები დუმილს ამჯობინებენ, სახელმწიფო ორგანოები თავს იმართლებენ, საზოგადოების უმრევლესობა კი "ივერიის ბგაბრწყინებას" ელის. ჰოდა, საიდან ეცოდინება რიგით მოქალაქეს, რომ ეკლესიის მესვეურთა ინიციატივით სვეტიცხოვლის სამრეკლოს შემორჩენილი ნაშთები მიზანმიმართულად იქნა დანგრეული ახალი სამრეკლოს აშენების მიზნით? რომ ეკლესიის ადმინისტრაციამ აბსოლიტურად დაუშვებელი ახალმშენებლოებბი განახორციელა ტაძრის ეზოში? რომ მაშინ, როცა მღვდელმთავარნი და მათი მადლიანი ინკოგნიტო დონორები ახალი იატაკის დაგებაზე ზრუნავენ, სვეტიცხოვლის ფრესკები განადგურების პირასაა? რომ მცირე ჯვრის ტაძარი ლამის თავიდან ააშენეს ღვაწლმოსილმა კონსერვაციის სპეციალისტებმა? რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ესოდენ ამბიციური იდეა ისტორიული ძეგლის გაუგონარი ხელყოფაა და ა.შ?
ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით მტკივნეულია ეკლესიის წარმომადგენელთა თვითკმაყოფილი პოზიცია: "ეკლესია არ არის ჩვეულებრივი მესაკუთრე, რადგან...ეკლესიაში არიან და იყვნენ თავისი დროის ყველაზე განსწავლული ადამიანები" და ამიტომ ეკლესია "უფლებამოსილია განსაჯოს ისტორიული ძეგლების კონსერვაციის მეთოდოლოგიური საკითხები". გასაკვირია, რომ "განსწავლულ" მღვდელმთავართა ინიციატივები რატომღაც მხოლოდ ისტორიულ ეკლესია–მონასტრებზე მიშენება–დაშენებით შემოიფარგლება და ავთენტური ორიგინალის განადგურებით, დამახინჯებით და ხელყოფით მთავრდება.

ფინანსების ნაკლებობა – ტრადიციული მიზეზია, რითაც არა მარტო ეკლესია, არამედ სახელმწიფოც თავის გამართლებას ცდილობს. ისტორიული ნაგებობების პროფესიონალური შესწავლა და სათანადო საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება შრომატევადი, ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომაც ამჯობინებენ თვითნებურ იმპროვიზაციას. მითუმეტეს რომ შედეგის საზეიმო დემონსტრაცია უმეტესად კონსერვაციის ნორმების შესახებ არასაკმარისად ინფორმირებული საზოგადოების წინაშე ხდება.

პარადოქსია, რომ "ფინანსების სიმწირის" მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით ახალი ეკლესია–მონასტრების ჯერ არნახული მშენებლობაა გაჩაღებული. საინტერესოა, თუკი მადლიერი მრევლი სოლიდურ შესაწირს არ იშურებს ახალი ტაძრების მშენებლობისა და ოქრო ვერცხლით შესამკობად, განა უარს იტყოდნენ ჩვენი ეროვნული საგანძურის გადასარჩენადაც გაეღოთ თანხა? ან თუკი მოიძებნება ფინანსები სვეტიცხოვლის ეზოში არქეოლოგიურ ნაშთებზე ბეტონის გადასასხმელად, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე თანხა იმავე არქეოლოგიური ნაშთების შენახვას, მოვლას და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოყენებას მოხმარდეს?

როგორც ცნობილია, ფინანსების ნაკლებობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტის პრიორიტეტულად და მიზანმიმართულად გამოყენება. ამ ლოგიკის მიხედვით, ეკლესია, რომელიც ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიწათმფლობელი და ამასთან ერის იდეოლოგიური მოძღვარია, გაცილებით დიდ პრიორიტეტს ანიჭებს საეკლესიო პირთათვის ამქვეყნიური კომფორტის შექმნას, ვიდრე მათი მრევლისათვის და მომავალი თაობებისათვის სულიერი საზრდოს მიწოდებას, მათთვის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაცნობას და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვას.

ქართული საზოგადოების რელიგიური სულისკვეთებით განმსჭვალულ უმრავლესობას, ვგონებ სჯერა, რომ "მცხეთა საპატრიარქოს წიაღში იშვა" და მკრეხელობად მიაჩნია რელოგიურ პირთა კომპეტენციაში ეჭვის შეტანა. შესაბამისად, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა სვეტიცხოვლის კედლებზე შუა საუკუნეების ფრესკები იქნება თუ რომელიმე თანამედროვე ხატმწერის მიერ შექმნილი ასლი. მათ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ ისტორიული ძეგლების ავთენტური, დახავსებული ქვები, გაცრეცილი ფრესკები და ძლივსშესამჩნევი წარწერები ამტკიცებს ობიექტურად და მიკერძოების გარეშე ქართული კულტურის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილის ასაკსა და მნიშვნელობას და მონიშნავს მისი წარმოშობის ტერიტორიასა და გავლენის სივრცეს.

ჩვენგან განსხვავებით, მსოფლიო საზოგადოებამ კარგად იცის ისტორიული ძეგლების ფასი და მნიშვნელობა. ჰოდა, ნუ გაგვიკვირდება როცა მცხეთასთან ერთად საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში "ახლადგარემონტებული" ბაგრატი, გელათი და ზემო სვანეთის ჯერ კიდევ თვალწარმტაცი კოშკები მოხვდება. მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძური ქართული ძეგლების გარეშეც არ დაკარგავს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ის კი დასაფიქრებელია, რას დავკარგავთ ჩვენ – ქართული საზოგადოება, თუკი ჩვენი ისტორიული ძეგლების გადარჩენას მხოლოდ "უფლის ნებას" მივანდობთ.

9 comments:

  1. ras nishnavs es axladsheremontebuli bagrati?

    rato eseTi kritikul cinikuri damokidebuleba

    proeqts icnobt?

    ReplyDelete
  2. ki, proeqts vicnob, samcuxarod, msgavsi chareva konservaciis normebs ar eqvemdebareba da saerTaSoriso eqspertebisganac araerTgzis mogvismenia gafrTxileba aseTi carevis arakoreqtulobis Shesaxeb. vshishob Tuki aseTi rekonstruqcia ganxorcieldeba, unda velodoT momaval cels bagratis msoflio memkvidreobis usxidan amoRebas.

    ReplyDelete
  3. terminebze dava sheidzleba rekonstruqciaa reabilitacia tu ra , mara es ar ari mtavarai.

    sxvaTashoris iuneskos normebit dashvebulia sruli rekonstruqcia, rogorc amboben renovacia.

    kulturis saministros sabchob proeqti sul cota xnis cin ganixila, da isinic ki vinc ardgenis ideas ecinaarmdegeba, proeqti mainc dadebitad shefasa.

    sainteresoa tqven rodis da sad gaecanit proeqts?

    ReplyDelete
  4. terminebze da methodologiaze shegvizlia bevri vimsjelot mat shoris Unsekos normebzec da sxva guidelinebzec, magalitad Naras avtenturobis dokumentze.
    rac sheexeba proeqts - exlaxans shemtxvevit gavecani. vici rom maqsimalurad detalurad moxda yvelafris shescavla. hoda amis fonze stored gamakvirva tazris rekonstruqciis gadacyvetilebam da ukve ganxorcielebuli charevebis fotoebma. neta vis unda schirdebodes es? mitumetes rom realurad am tazris tavdapirvelis saxis detaluri anazomi ki ara, fotoc ki ar arsebobs da praqtikulad stilizaciit da iqve mopovebul mcire nashtebze dayrdnobit unda moxdes "tavdapirveli saxit agdgena".

    ReplyDelete
  5. meti damajereblobisatvis, ixile ucxoeli arqiteqtoris mosazrebebi bagratze mimdinare samushaoebis shesaxeb

    http://rapidshare.com/files/273319340/Visit_to_Bagrati.pdf.html

    ReplyDelete
  6. updated information about the Bagrati Catherdal "reconstruction", please join the Cause on Facebook
    http://apps.facebook.com/causes/342154/10629472?m=011c4beb

    ReplyDelete
  7. Samarcxvinoa, rasac Bagrats uketeben... chven kulturuli memkvidreobis dacvaze xma agar gvaqvs amosagebi amis shemdeg :( samcuxaroa, magram - faqtia ...

    ReplyDelete
  8. mere ar ari es kvlevebi damajerebeli?

    rato xmarobT sityva "remonts"?

    fotoebSi ucnauri ra Chans ver gavige? jerjerobiT midis gadaudebeli sareabilitacio samuSaoebi saZirkvlebisa da kedlebis safuZvliani gamagreba meti araferi.

    an es italieli mtamsvleli ratoa TqvenTvis avtoriteti romelic aSkara dezinformacias avrcelebs.

    gmadlobT

    ReplyDelete
  9. "Anonimous"-i echvi makvs rom tviton restavraciis avtori Vano Gremelashvilia. Rac sheexeba saqmes: samtsuxaroa rom sakartveloshi bolo 15-20 tslis ganmavlobashi saertod moispo restavraciis instituti, da dges arsebuli saagento mxolod "dzlierta ama kveknisa" damkvetebis arapropesiuli shemstulebelia, vinaidan am saagentos dges restavraciis ARAPROFESIONALEBI xelmdzgvaneloben. Faktiurad gauqmda Metoduri Sabcho, romelic sxvata shoris dakomplektebuli iko restavraciis specialisti korifeebit da mat daskvnas ase advilad veravin tsamokravda xels (tumca kamati kvelaperze sheidzleba da enasac dzvali ara akvs). Sxvatashoris dzaian mainteresebs exlandeli Kulturis saministros sabchos shemadgenlobis sia, romelmac es proekti daamtkica. Batoni Baxtang Tsintsadze magali donis profesionali iko da stsored amitom manac ki ver gabeda im zgvaristvis gadaebijebina, rasac renovacia ki ara axlis mshenebloba kvia. Sxvatashoris UNESCOS mier dashvebulia revnovaciao, roca vambobt unda avxsnat kidec (tu vicit) ras nishnavs es termini. Renovacia (anu kartulad Ganacleba) xdeba ukve arsebul istoriul/kulturul nagebobebze rodesac raime mizezit mati masalebi da konstrukciuli detalebi daziandeba da mati "Ganaxlebaa-e.i. axlit shecvlaa" sachiro, stinaagmdeg shemtxvevashi mteli konstrukcia daishleba. Ase xdeba xolme, magram roca vigacis fantazias aseti donis istoriul dzeglze istoriul simartled tsarmogvidgenen, es sasaciloa satirali rom ar ikos. Tu es samushaoebi aseti gzit gagrdzeldeba me makvs tsinadadeba gadavarkvat tadzars saxeli da "Bagratis" magivrad "Vanos (Gremelashvili)", "Nikas (Vacheishvili)" an "Mishas" tadzari davarkvat. Ase upro axlos viknebit simartlestan. Ikos es tadzari adgilobrivi mnishvnelobis martlac brchviala nimushi, romelsac Bagrattan mxolod Ukimerionis mtaze ganlageba gaaigivebs. Ra dagvrchenia UNESKOS siashi? ra aucilebelia ik kartuli dzeglebi? Nurc Mcxeta ikneba im siashi da nurc Gelati.Mcxetashi gavagrdzelot axali ganashenianeba da gamomtsvevi mravalsartuliani kotejebi kartveli nuvorishebisatvis, avitvisot Aragvis chalebi mtskhetashi bolomde da davamtavrot es sakme! Jvaris gverdze erti kai 3-4 sartuliani restorani mivadgat da ikidan sakartvelos sadgegrdzeloebi gadmovdzaxot gamvlel gamomvlelebs. Amboben "Xalxs ase unda da moetsonebao" .... Tumca xalxi koveltvis ver erkveva ras tavazoben brtskviaa satamashos samagierod da umravlesobit Stalinis dzeglsac ver eleva Gorshi..... Umravlesoba koveltvis martali araa.......... es ukve bevrjer vnaxet chvens da msoplio istoriashi. Exla ar damitskot vina xar da rao. Dzalian kargad verkvevi dasmul sakitxshi da tu vinmes unda ramdenic gindat imdeni vikamatot. Rodesme mosalodnel 7-8-9 baliani mitsisdzvris mizezit tadzris dangrevisagan gadasarchenad ertadert gamosavlad srul (da profesiulad sruliad dausabutebel da miugebel) restavracias gvtavazoben xalxo! Msoploishi fiberglasis, da sxva gacilebit msubuki da asatskobi masalebis shesaxeb arc ki gaugiat, dzime da tlanki rkina-betonis garda, romelis camudamod daasamarebs imas, rac tadzris kveshaa dges kidev shemorchenli, magram rac mtavaria, mainc ver gadatskvets problemas. Amat (kvela imas vinc am afiorashi igebs monatsileobas da vinc daamtkica es proekti (SAXELOBIT UNDA GAMOKVEKNDES) im 16 milioni laris atviseba echkarebat da kidev kofnit tavxedoba, rom damatebit UNESCOs mostxovon dzeglis dangrevisa da ganadgurebis dapinanseba.Eseti cinizmi da tavxedoba martlac ar gamigia!

    ReplyDelete