Wednesday, 14 April 2010

კითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს/Questions to the Tbilisi mayor candidates

ქვემოთ მოცემული კითხვებით მხარს უჭერთ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატებისთვის თბილისთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის გარშემო კითხვების შეგროვებას და გადაცემას.

1. რა აზრის ხართ თბილისის დღევანდელი თვითმმართველობის ხარისხზე და როგორ გესახებათ ქალაქის თვითმმართველობის პოლიტიკა სამომავლოდ?

2. რას ფიქრობთ თბილისის ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელ პოლიტიკაზე და რა ეკონომიკური მოდელების გამოყენებას აპირებთ ქალაქის სამომავლო განვითარებისთვის?

3. თქვენი აზრით რამდენად თანაბრად ვითარდება დღეს თბილისი და გაქვთ თუ არა განსაზღვრული სტრატეგია ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და ფუნქციების თანაბრად გადანაწილებისთვის? თუ გაქვთ გთხოვთ განგვიმარტოთ

4. რას ფიქრობთ თბილისის ამჟამინდელი მიწათსარგებლობის პოლიტიკის შესახებ და როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით?

5. როგორია თქვენი ხედვა თბილისში სოციალური საცხოვრებლების განვითარებასთან დაკავშირებით?

6. რას ფიქრობთ დღევანდელი ხელისუფლების კონცეფციაზე, რომელიც გულისხმობს საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე ქალაქის ”ბრენდის” შექმნასა და ამგვარად საერთაშორისო მასშტაბით მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას და როგორია თქვენი ხედვა თბილისის სამომავლო როლის შესახებ ქვეყნის, რეგიონისა და გლობალური მასშტაბით?

7. გთხოვთ მოკლედ ჩამოგვიყალიბოთ როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად იდეალური ქალაქი?

No comments:

Post a Comment