Sunday, 19 December 2010

How to Bring out Democratic Reforms in Art Education


Decree of the Council of People’s Commissars

The Academy of Fine Art, as a state institution, is to be abolished. The Higher Institute of Fine Art is to be detached, with its own credits and its own capital, from the Academy of Fine Art, and reorganized as a Free School of Art. The museum of the Academy of Fine Art will come under the jurisdiction of the People’s Commissariat for Education. All the capital and all the assets of the Academy of Fine Art become the property of the Soviet Republic, as a fund to be used to satisfy the special needs of artistic culture.

Chairman of the Council of People’s Commissars
V. Ulyanov (Lenin)
People’s Commissars
A. Lunacharsky
Stalin
G. Chicherin
Responsible Officer of the Council of People’s Commissars
C. V. Bonch-Bruevich

Regulations for the Acceptance of Students in the Free Studios of the State

1. Whoever wishes to receive a specialized art education has the right to register as a student at the Free Artists’ Studios of the State.

2. Applications will be accepted from people of sixteen years and over.
Note: Those who wish to enroll at the Free Artists’ Studios of the State do not have to present any type of diploma.

3. All students who were registered at the ex-School of Art are thereby considered students of the Free Artists’ Studios of the State.

4. Applications from those who wish to work in the Free Artists’ Studios of the State will be accepted at any time throughout the year.

People’s Commissar for Education
A. Lunacharsky
Director of the Section of Fine Arts
D. Shterenberg
Secretary
A. Trunin

Instructions for the election of supervisors in the Free Studios of the State (Extracts)

1. Students in the Free Artists’ Studios have all, without exception, the right to elect their teachers for their respective subjects.

2. All arts have the right to representation in the Studios.

3. All artists have the right to put forward their candidature as supervisors in the Studios.

4. Students in the Free Artists’ Studios will divide into groups according to the artistic currents with which they have the greatest affinity, and also to the specific character of the various studios.

10. The groups thus organized, wherever they have more than twenty members, may choose their own supervisor independently of other groups.

14. Students also have the right to work without a supervisor.

15. Elected supervisors stay in office for two years and will be registered at the People’s Commissariat for Education.
Note: Supervisors whose courses are not attended for three months will be expected to resign at the end of the academic year.

Decree of the People’s Commissar for Education on the assignation of studios to painters

To secure for painters the necessary conditions for their work, it is declared that professional painters have the right to one room for use as a studio, and one room for living purposes. Neither room may be requisitioned for any reason, and co-tenants will not be allowed.
People’s Commissar for Education
A. Lunacharsky

Appeal sent by the All–Russian Central Executive Committee of the students of the Section of Fine Arts to young Western Artists

Comrades, for almost seven years we have been all but isolated. What little news we have received either on the situation in art-schools or on the development of western art drives us to seek out, with ever greater energy, the best ways of establishing contacts between young artists.
But we are also driven by the desire to share with you the joy which we feel together with the whole of the Communist Russia which is coming into being. In the three years of revolution we have devoted many efforts first to destroying the old schools and then to creating the new. We carried out this activity in extremely difficult conditions; on the one hand, because of the economic crisis created as a result of the blockade, and, on the other hand, because we were forced to fight on two fronts, repulsing the imperialists of the Entente with guns in our hands at the same time as struggling inside the country against the ‘spiritual counterrevolution’, which did everything it could to suffocate us in old and mouldy academy-schools and other ‘holy’ institutions, under the cover of worn-out slogans like: apoliticism, cultural heritage etc. But now our combined efforts are bringing us near to total victory. The old world, the academic world, the world of priests is beginning to quake. Our struggle on the spiritual front inside Russia is not yet finished. For the reasons above we have not been able to organize many schools, but some are already quite good; not only the communists recognize this, but also the best theorists of the old artistic culture. . . .

All the youth of our Republic, like the young communists, have shown themselves solid and inflexible against those bastions of the old world— the academies—just as the communists are inflexible against every bastion of capitalism. The news which we have received, although sparse and fragmentary, tells of a crisis in Western art, of its separation and isolation, and you can well believe that we, who have always tried to learn from the West, are very concerned about this. . . .

We find that the only way to eliminate the separation of art from life is that of returning to the first foundation of life, to economics, which is the principle basis of everything. However hard one tries to awaken interests with gimmicks, without resolving this fundamental question, art will increasingly be impoverished and isolated, despite all the inventions and conquests of the past ten years. We would even say that these conquests will increasingly lose value, because the principal question is not being faced. You will understand therefore the joy which we feel seeing the first swallows that come flying from the West, even if the artists who see the problem in the same way as we do are few and isolated.

Academies and institutes created by the bourgeoisie will attempt to distract you in every possible way from this first cause, and only when you turn your attention to social relations, when you see the proletariat on the march and you put yourself on its side in the struggle for economic emancipation, when in your aspirations communism burns like a torch, when you make a clean sweep of all academies and institutes, then your art will not be a burden, but a spiritual necessity.

For the Communist Revolution!
For the new culture of the Revolution!
For the vanguard of culture, artistic youth!

In the name of 10 thousand students.


სახალხო კომისარიატის საბჭოს ბრძანება

გაუქმდეს სამხატვრო აკადემია, როგორც სახელმწიფო დაწესებულება. სამხატვრო აკადემიიდან უნდა გამოეყოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა საკუთარი კრედიტებითა და კაპიტალით და რეორგანიზებულ იქნას როგორც ხელოვნების თავისუფალი სკოლა. სამხატვრო აკადემიის მუზეუმი უნდა დაექვემდებაროს განათლების სახალხო კომისარიატს. სამხატვრო აკადემიის მთელი ქონება და კაპიტალი საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრებაში გადაეცემა როგორც ფონდი სახელოვნებო კულტურის განსაკუთრებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარე
ვ.ი. ულიანოვი (ლენინი)

სახალხო კომისრები
ა. ლუნაჩარსკი
სტალინი
გ. ჩიჩერინი
სახალხო კომისართა საბჭოს პასუხისმგებელი ოფიცერი
ც.ვ. ბონჩ-ბრუევიჩ


თავისუფალ სახელმწიფო სტუდიებში სტუდენტთა მიღების წესები

1. ნებისმიერს, ვისაც სურს მიიღოს სპეციალიზირებული სახელოვნებო განათლება, აქვს უფლება სტუდენტად დარეგისტრირდეს ხელოვანთა სახელმწიფო თავისუფალ სახელოსნოებში.

2. განცხადებები მიიღება 16 წლისა და უფროსი ასაკის პირთაგან.

შენიშვნა: მათ ვისაც სურთ ჩაეწერონ ხელოვანთა სახელმწიფო თავისუფალ სახელოსნოებში არ სჭირდებათ არანაირი დიპლომის წარმოდგენა.

3. ყოფილი ხელოვნების სკოლის ყველა სტუდენტი ითვლება ხელოვანთა სახელმწიფო თავისუფალი სახელოსნოების სტუდენტად.

4. ხელოვანთა სახელმწიფო თავისუფალ სახელოსნოებში მუშაობის მსურველთა განცხადებები მიიღება მთელი წლის განმავლობაში.

სახალხო კომისარი განათლების სფეროში
ა. ლუნაჩარსკი
ხელოვნების სექციის დირექტორი
დ. შტერენბერგი

მდივანი
ა. ტრუნინი


სახელმწიფო თავისუფალი სახელოსნოების ხელმძღვანელების არჩევის წესები (ნაწყვეტები)

1. ხელოვანთა თავისუფალ სახელოსნოებში ყველა სტუდენტს, გამონაკლისის გარეშე, აქვს შესაბამის საგანში მასწავლებლის არჩევის უფლება.

2. ხელოვნების ყველა მიმართულებას აქვს სახელოსნოებში რეპრეზენტაციის უფლება.

3. ყველა ხელოვანს აქვს უფლება წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა სახელოსნოს ხელმძღვანელად.

4. სახელოსნოებში სტუდენტები დაიყოფიან ჯგუფებად ხელოვნების იმ მიმდინარეობების მიხედვით, რომელის მათ ყველაზე მეტად მოსწონთ და ასევე სხვადასხვა სახელოსნოების სპეციფიკის მიხედვით.

10. ამგვარად ორგანიზებულ ჯგუფებს, თუკი 20 წევრზე მეტი შემადგენლობა ექნება, ექნება შესაძლებლოა აირჩიოს საკუთარი ხელმძღვანელი სხვა ჯგუფებისაგან დამოუკიდებლად.

14. სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება იმუშაონ ხელმძღვანელის გარეშე.

15. არჩეული ხელმძღვანელები დარჩებიან პოსტზე ორი წლის განმავლობაში და რეგისტრირებულ იქნებიან განათლების სახალხო კომისარიატში.

შენიშვნა: ხელმძღვანელებმა, რომელთა კურსებზე არ იქნება დასწრება სამი თვის განმავლობაში, უნდა დატოვონ პოსტი აკადემიური წლის ბოლოს.

განათლების სახალხო კომისარის განკარგულება მხატვრებისათვის სახელოსნოების გამოყოფის შესახებ

მხატვრებისათვის მათი მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად, პროფესიონალ მხატვრებს აქვთ უფლება გამოიყენონ ერთი ოთახი სახელოსნოდ და ერთი საცხოვრებლად. არც ერთი ოთახი არ მოეთხოვებათ არანაირი მიზეზით. თანამცხოვრებნი არ დაიშვებიან.

სახალხო კომისარი განათლების სფეროში
ა. ლუნაჩარსკი

სახელოვნებო სექციის სტუდენტების რუსული ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიმართვა მიმართვა დასავლეთის ახალგაზრდა ხელოვანებს.

ამხანაგებო, თითქმის შვიდი წელია ჩვენ იზოლირებულები ვართ. მწირი ახალი ამბები, რომელიც აღწევს ჩვენამდე დასავლეთში სახლოვნებო სკოლების მდგომარეობაზე ან ხელოვნების განვითარებაზე გვიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ენერგიით ვეძიოთ ახალგაზრდა ხელოვანთა შორის კონტაქტების დამყარების საუკეთესო გზები.

თუმცა ჩვენ ასევე გვამოძრავებს სურვილი გაგიზიაროთ ის სიხარული რომელსაც ვგრძნობთ მთელს კომუნისტურ რუსეთთან ერთად, რომელიც ახლა იქმნება. რევოლუციიდან სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ, პირველ რიგში, ძველი სკოლების დასანგრევად და შემდეგ ახლის შესაქმნელად. ეს ქმედებები უკიდურესად რთულ პირობებში განვახორციელეთ. ერთის მხრივ, ბლოკადის შედეგად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო და, მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ორ ფრონტზე გვებრძოლა – იარაღით ხელში ანტანტას იმპერიალისტების წინააღმდეგ, და, ამავდროულად, ქვეყნის შიგნით “სულიერი კონტრრევოლუციის” წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი იღონა რათა ჩვენთვის სული ამოეხადა ძველ, დახავსებულ აკადემიურ სკოლებსა და სხვა “წმინდა” ინსტიტუციებში, გაცვეთილი სლოგანების საფარველქვეშ, როგორებიცაა: აპოლიტიკურობა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. მაგრამ ახლა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ტოტალურ გამარჯვებასთან გვაახლოებს. ძველი სამყარო, აკადემიური სამყარო, მღვდლების სამყარო რყევას იწყებს. ჩვენი ბრძოლა სულიერ ფრონტზე რუსეთის შიგნით ჯერ არ დამთავრებულა. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ჩვენ აქამდე არ შეგვეძლო ბევრი სკოლების შექმნა, თუმცა ზოგიერთი უკვე საკმაოდ კარგია. არა მხოლოდ კომუნისტები აღნიშნავენ ამას, არამედ ძველი სახელოვნებო კულტურის საუკეთესო თეორეტიკოსებიც…

ჩვენი რესპუბლიკის მთელმა ახალგაზრდობამ, როგორც ახალგაზრდა კომუნისტებმა, აჩვენეს სიმტკიცე და შეუდრეკელობა ძველი სამყაროს ბასტიონების – აკადემიების მიმართ –– ისევე როგორც კომუნისტები არიან შეუდრეკელნი კაპიტალიზმის ბასტიონების მიმართ. ახალი ამბები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მიუხედავად ფრაგმენტულობისა, გვამცნობს დასავლური ხელოვნების კრიზისზე, მის დაქსაქსულობასა და იზოლაციაზე. თქვენ შეგიძლიათ გვენდოთ, რომ ჩვენ, რომელნიც მუდამ ვცდილობდით გვესწავლა დასავლეთისგან, ძალიან შეშფოთებული ვართ ამის გამო…

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნების ცხოვრებისაგან გაყოფის აღმოფხვრა შესაძლებელია ცხოვრების უპირველესი საწყისისაკენ დაბრუნებით, ეკონომიკისაკენ, რომელიც არის ყველაფრის უმთავრესი ბაზისი. როგორადაც უნდა ეცადოს ადამიანი სხვადასხვა ხრიკების საშუალებით ინტერესის გაღვივებას, ამ ფუნდამენტური საკითხის გადაჭრის გარეშე, ხელოვნება უფრო და უფრო გაძარცვული და იზოლირებული იქნება, მიუხედავად გასული ათწლეულის ყველა გამოგონებისა და აღმოჩენისა. უფრო მეტიც, ამ აღმოჩენებს უფრო და უფრო დაეკარგება ფასი, რადგან არ ხდება უმთავრესი საკითხიზე კონცენტრირება. ამიტომაც თქვენ გაგვიგებთ იმ სიხარულს, რომელსაც ვგრძნობთ დასავლეთიდან პირველი მერცხლების გამოჩენისას, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანები, რომლებიც პრობლემის ჩვენეულ ხედვას იზიარებენ, ძალიან ცოტანი და იზოლირებულნი არიან.

ბურჟუაზიის მიერ შექმნილი აკადემიები და ინსტიტუტები შეეცდებიან ამ უპირველესი საკითხისაგან ჩამოგაცილონ ნებისმიერი გზით. მხოლოდ მაშინ, როცა თქვენს ყურადღებას სოციალურ ურთიერთობებს მიაპყრობთ, როცა დაინახავთ მომავალ პროლეტარიატს და მის გვერდზე დადგებით ეკონომიკური ემანსიპაციისათვის ბრძოლაში, როცა თქვენს მისწრაფებებში კომუნიზმი ენთება, როგორც ჩირაღდანი, როცა თავიდან მოიცილებთ ყველა აკადემიასა და ინსტიტუტს, მაშინ თქვენი ხელოვნება აღარ იქნება ტვირთი, არამედ სულიერი აუცილებლობა.

გაუმარჯოს კომუნისტურ რევოლუციას!
გაუმარჯოს რევოლუციის ახალ კულტურას!
გაუმარჯოს კულტურის ავანგარდს, ხელოვან ახალგაზრდობას!

10 ათასი სტუდენტის სახელით.

No comments:

Post a Comment