Friday, 11 November 2011

ნეოლიბერალიზმი და ქალაქი: დისკუსია ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკა-კაფეში

-------------------------------------------------------------------------------------
მომავალი დისკუსიისთვის საკითხავი ტექსტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგ ბმულებზე:


უფლება ქალაქზე: http://www.mediafire.com/?xbgplqppcar142q
ნეოლიბერალიზმი და ქალაქი: http://www.mediafire.com/?r474506n1rbw82w

-------------------------------------------------------------------------------------

დისკუსია გაიმართება 2 დეკემბერს, პარასკევს, 18:00 საათზე, ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკა-კაფეში, აღმაშენებლის 176-ში.

ტექსტების შინაარსიდან გამომდინარე, მომავალი დისკუსიის თემა იქნება:
”ნეოლიბერალიზმი და ქალაქი”



ურბან რეაქტორი იწყებს დისკუსიების სერიას ურბანული, და ამ თემასთან დაკავშირებული, საკითხების გარშემო. ტრადიციული დისკუსიების ფორმატისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, დისკუსიები გაიმართება ცნობილი, მოაზროვნეების ქართულად თარგმნილი ტექსტების გამოყენებით.

ჩვენს მიერ გამოქვეყნდება ამ ტექსტების თარგმანები. ტექსტების გამოქვეყნებიდან დისკუსიის გამართვამდე აღებული იქნება გარკვეული დროის მონაკვეთი, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა შეძლონ ტექსტების წაკითხვა და გააზრება. ამის შემდეგ ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკა-კაფეში შედგება შეხვედრა, სადაც განხილულ იქნება ტექსტებში დაყენებული სხვადასხვა პრობლემატიკა ლოკალურ კონტექსტში.

დისკუსიების სერიის მიზანია საჯარო განხილვის საგნად აქციოს განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებული თემები, რომლებიც, ქართულ რეალობაში, ამ საკითხებზე ისედაც იშვიათ საუბრებში, თითქმის არ ხვდება.

აქვე ვაქვეყნებთ პირველი დისკუსიისათვის განკუთვნილ ორ ტექსტს. ცნობილი ანთროპოლოგისა და გეოგრაფის დევიდ ჰარვის ესსეს: ”უფლება ქალაქზე”, და მის მიერვე ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც ამავე ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნდა სახელით: ”ნეოლიბერალიზმი და ქალაქი”

ტექსტებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარია იმაზე თუ როგორი გავლენა აქვს ნეოლიბერალურ პოლიტიკურ და ეკონომიკური სისტემას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქზე, მათ სივრცით და სოციალურ მდგომარეობაზე.

იმის გამო, რომ ბლოგზე ტექსტების განთავსება გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ფორმატის შენარჩუნება და ა.შ., და რათა მკითხველისთვის ადვილი იყოს ტექსტების ამობეჭდვა, ტექსტებს ვანთავსებთ PDF ფორმატში.

No comments:

Post a Comment