Tuesday, 8 November 2011

სოციალური ნაციონალურის წინააღმდეგ: კონფლიქტის აღმოფხვრის ახლებური ხედვა / Social vs National: A new approach towards the conflict resolution

შაბათი, 12 ნოემბერი, 18:00 - 21:00, ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკა და კაფე, აღმაშენებლის 176


პრეზენტაციას წარმოგიდგენთ გელა ბანძელაძე - პოლიტოლოგი, ქართულ ამერიკული უნივერსტეტის ლექტორი, სოციალ დემოკრატები.

პრეზენტაცია ეთმობა მის ექსპერიმენტულ პროექტს, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნება აკადემიური კვლევის შედეგებს, ნაწიობრივ კი ცდილობს დასახოს ალტერნატიული პოლიტიკის კონტურები.

კვლევის აკადემიური ნაწილი აანალიზებს კონფლიქტის ისეთ გამომწვევ და ხელშემწყობ მიზეზებს, როგორებიცაა ეთნო ნაციონალიზმი და პოლიტიკური მანიპულაციები, აგრეთვე სოციალური და პოლიტიკური რეალობის გავლენა ნაციონალიზმის ბუნებაზე.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში წარდგენილ იქნება კონფლიქტის აღმოფხვრის ავტორისეული ხედვა (რომელიც აგრეთვე წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხედვასაც), რაც უდაოდ გამოიწვევს საინტერსო დისკუსიას

No comments:

Post a Comment