Wednesday, 18 January 2012

პოსტმოდერნიზმი და ქალაქი, II განხილვა ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკაში



28 იანვარს, შაბათს, 17:00 საათზე,
აღმაშენებლის 176, გერმანიის საელჩოსა და მუსკომედიას შორის, მაღაზია ”მონადირე”-ს ქვეშ, სარდაფში 

ურბანრეაქტორი აგრძელებს ტექსტების განხილვის სერიას ურბანული, და ამ თემასთან დაკავშირებული, საკითხების გარშემო.

 განხილვების სერიის მიზანია საჯარო საუბრის თემად აქციოს განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებული თემები, რომლებიც, ქართულ რეალობაში, ამ საკითხებზე ისედაც იშვიათ საუბრებში, თითქმის არ ხვდება. განსახილველი ტექსტების ავტორია დევიდ ჰარვი.




თუ წინა ტექსტები ნეოლიბერალიზმზე უფრო ფართე წარმოდგენას უქმნიდა მკითხველს, ამჯერად უფრო ძლიერი აქცენტია დასმული მის სივრცით გამოხატულებასა და კულტურულ მნიშვნელობაზე.

 ეს ტექსტები ეხმიანება საქართველოში მიმდინარე სოციო-სივრცით პროცესებს. 

ტექსტების განხილვისას, მნიშვნელოვან საკითხებზე, აქცენტებს დასვავს ანთროპოლოგი მიხეილ სვანიძე.

განსახილველი ტექსტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგ ბმულებზე:
მოქნილი აკუმულაცია ურბანიზაციით: http://www.mediafire.com/?plbdff0mv7lhe74
პოსტმოდერნიზმი ქალაქში: http://www.mediafire.com/?m2l491lgzohsc2d




No comments:

Post a Comment