Monday, 6 August 2012

ვორქშოფი სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე / Workshop on development of National Scientific Library

3 და 4 აგვისტოს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ორმოცამდე ადამიანმა, მოხალისეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. მათ სამ თემატურ ჯგუფში სხვადასხვა საკითხზე იმუშავეს: 1. ბიბლიოთეკის კონცეპტუალური განვითარება, 2. ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარება, 3. ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ჯგუფის გეგმის შემუშავება. ამის შემდეგ მონაწილეები შეეცადნენ თემატურ ჯგუფებში დამუშავებული ჯგუფები ერთ, სინთეზურ გეგმად ექციათ. 

ამჟამად ვორქშოფის შედეგები საჭიროებს დამუშავებას და საპრეზენტაციოდ მომზადებას. ვფიქრობთ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ მასალის წარმოდგენას. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა შეხვედრის განხორციელებაში.







No comments:

Post a Comment