Thursday, 27 December 2012

საბჭოთა მოდერნიზმი 1955-1991 უცნობი ისტორიები / Soviet Modernism 1955-1991 Unknown Stories

გამოფენის პლაკატი
2012 წლის 8 ნოემბერს ვენის არქიტექტურის ცენტრში გაიხსნა გამოფენა ”საბჭოთა მოდერნიზმი, 1955 - 1991 უცნობი ისტორიები”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არარუსული საბჭოთა რესპუბლიკების მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობა. გამოფენის მიზანი იყო გამოევლინა საბჭოთა რეგიონული მოდერნიზმები და მათი მრავალფეროვნება. ასევე მისი მიზანი იყო ხაზი გაესვა ამ პერიოდის მემკვიდრეობის  შესწავლისა და დაცვის აუცილებლობისთვის. საქართველოს მხრიდან საგამოფენო მასალის მოძიებაზე მუშაობდა დოკომომო საქართველო.
ექსპოზიცია

გამოფენასთან ერთად, 24-25 ნოემბერს არქიტექტურის ცენტრში გაიმართა ვენის მე-19ე არქიტექტურის კონგრესი, რომელიც იგივე თემას მიეძღვნა. სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მოდერნისტული მემკვიდრეობის შესახებ მოხსენება მეც წავიკითხე. (მოხსენების ტექსტი იხილეთ ერთი პოსტით ქვემოთ). 

ამ ღონისძიების ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს გამოფენის მასალებს და კვლევებს. 

კონგრესის გახსნა

No comments:

Post a Comment