Tuesday, 25 December 2012

2 კვირა კიშინიოვში / 2 Weeks in Chisinau

აგვისტოს ბოლო ორი კვირა მე და მიშა სვანიძემ კიშინიოვში გავატარეთ. იქ ვიმყოფებოდით ასოციაცია ობერლიჰტის მიწვევით და სხვა ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ საზოგადოებრივ სივრცეში ორი ჩარევის განხორციელებაში. ასევე,  ვიმუშავეთ მომავალი წლის ოქტომბერში კიშინიოვში დაგეგმილი პროექტ სივრცეების მომზადებაში.

პირველი ჩარევა განვახორციელეთ ბუქარესტის ქუჩაზე მდებარე მრავალფუნქციური შენობასთან, სადაც მუნიციპალური კულტურის სამმართველოა განთვსებული. რამდენიმე წლის წინ ობერლიჰტმა მოახერხა შენობის წინ მდებარე სკვერში, რომელიც ავტოსადგომად იყო გადაქცეული, პატარა, კულტურული დანიშნულების კიოსკი დაედგა და სხვადასხვა აქტივობებით საზოგადოებრივი სკვერიდან ავტომობილები განედევნა. 

ამჯერად ობერლიჰტმა გვთხოვა კიოსკი, რომელიც მოლდოველი არტისტის შტეფან რუსუს პროექტითაა გაკეთებული, გაგვეფართოვებინა, მისთვის მიგვემატებინა ტერასები და ჩამოსაჯდომები, რათა მიწიდან ამაღლებული კიოსკი უფრო მეტად გამოყენებადი ყოფილიყო. ამასთან ერთად, ობერლიჰტს დაგეგმილი ჰქონდა ერთ კვირიანი ფილმების სერია და გვინდოდა ტერასები მაყურებელთა დასაჯდომად მოხერხებული ყოფილიყო. გაფართოვების პროექტში ასევე გავითვალისწინეთ მცირე ზომის ობიექტები, რომლებიც სკვერში ავტომობილების მოძრაობას კიდევ უფრო შეაფერხებდა. 






მეორე ჩარევა გულისხმობდა ჩეხოვის თეატრის ეზოში მდებარე გამოუყენებელი აუზის გარდაქმნას. ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობს შერატონის სასტუმრო, რომლის ადგილზე იდგა ისტორიული მნიშვნელობის შენობა, ამიტომ ფილმების სერიაში ეს ადგილი შერჩეული იყო ნგრევის შესახებ ფილმების საჩვენებლად. 

პირველ რიგში აუზი დავასუფთავეთ, შემდეგ კი მოვაწყვეთ მასში ჩასასვლელი კიბე და ადგილზე არსებული ტექნიკური პირობების გათვალისწინებით გავაკეთეთ ”სამგანზომილებიანი გრაფიკული ობიექტი”. როდესაც მასზე იქვე, ნაგავში ნაპოვნი ბუშტებიც მივამაგრეთ, საკმაოდ სტუმართმოყვარე გარეგნობა შეიძინა. 






ამას გარდა, მონაწილეობა მივიღეთ 2013 წელს, კიშინიოვში, პროექტ SPACES ფარგლებში გასამართი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოში. ყველა მონაწილემ გავაკეთეთ პრეზენტაციები ჩვენ ქვეყნებში საზოგადოებრივ სივრცეებში მიმდინარე პროცესების შესახებ და ადგილობრივ ჯგუფს გაუზიარეთ აზრები მათ მიერ შერჩეული სივრცეებისა და მეთოდების შესახებ. 



1 comment: