Wednesday, 26 December 2012

სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრის შედეგები

3 და 4 აგვისტოს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშავა სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარების საკითხებზე. (სამუშაო პროცესის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).

როგორც იცით, საინიციატივო ჯგუფის მობილიზება მოხდა იმის შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ ბიბლიოთეკის შენობა აუქციონზე გამოიტანა. სამუშაო შეხვედრამდე საინიციატივო ჯგუფმა შეაგროვა შენობის გაყიდვის საწინააღმდეგო ხელმოწერები და პეტიციასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა წერილი, სადაც ითხოვდა განმარტებას ბიბლიოთეკის სამომავლო ბედის შესახებ. 24 აგვისტოს მივიღეთ პასუხი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბიბლიოთეკის შენობა პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა. წერილს ხელს აწერდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე.

ამით, საინიციატივო ჯგუფმა აიძულა სამინისტრო შენობის გაყიდვა გადაეფიქრებინა. სამინისტროს სწრაფ რეაგირებას შეიძლება ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები, რამაც განაპირობა ჯგუფის წარმატება. მაგალითად, მოახლოებული არჩევნები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეთა თვითორგანიზებულმა ჯგუფმა მოახერხა ხელისუფლების დღის წესრიგის შეცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა ბიბლიოთეკის უნიკალური შენობის შენარჩუნება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახალი ხელისუფლება ისევ მოინდომებს მის გაყიდვას, ბიბლიოთეკას კვლავ აქვს უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, როგორიცაა არახელსაყრელი იურიდიული სტატუსი, დაფინანსების საკითხები, ინფრასტრუქტურული პრობლემები და სხვა.

ამიტომ, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ბიბლიოთეკისათვის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელება. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფმა თავი მოუყარა სამუშაო შეხვედრაზე მიღებულ შედეგებს. შემდგომში იგეგმება ამ რეკომენდაციებისა და ბიბლიოთეკის ოფიციალურ სტრატეგიის სინთეზი, რასაც სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ განვახორციელებთ.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სამუშაო შეხვედრის შედეგები

No comments:

Post a Comment