Saturday, 29 December 2012

საცხოვრებელი ყველას / Housing For All


ურბან რეაქტორმა, მეგობრებთან ერთად, წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება საბინაო პრობლემას. ამჯერად გთავაზობთ მანიფესტს და ზოგად მიზნებს. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვერდზე

დღეს, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ხელმისაწვდომი საბინაო ფონდის არსებობა საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ერთ–ერთი ძირითადი პირობაა. ამიტომ, ყველა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო,თავისი მოქალაექეების ცხოვრების ღირსეულ პირობებზე ზრუნვისას, თითოეული მათგანის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას უდიდეს მნიშველობას ანიჭებს. 

საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა ადამიანის თვითრეალიზაციისათვის (ამ სიტყვის ფართე გაგებით) ძირეული პირობაა. უფლება ღირსეულ საცხოვრებელზე, გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25–ე მუხლით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, საქართველო, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი ამ უფლებას უნდა აღიარებდეს და უზრუნველყოფდეს მის შესრულებას. 

ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში, ადამიანის ეს ძირეული უფლება, არათუ დაცულია, არამედ, არც კი განიხილება საზოგადოებრივ და სახელმწიფო დონეზე. პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა კატაკლიზმებმა, ჩვენი საზოგადოების მრავალი წევრი, უკიდურეს სიღარიბეში, უსახლკაროდ დატოვა. უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს და საბანკო სისტემის ერთობლივი, სპეკულაციური ქმედებების შედეგად ასეთი მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. აღნიშნული პროცესი დღესაც მიმდინარეობს და გაგრძელების შემთხვევაში საზოგადოება დიდი მასშტაბის სოციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

ჩვენი მიზანია, აღნიშნული პრობლემატიკა ვაქციოთ საზოგადოებრივი განხილვის საგნად; ფართე საზოგადოებასთან ერთად: ამ საკითხით დავაინტერესოთ ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები; ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ინსტიტუციებთან საბინაო პოლიტიკის შემუშავების საქმეში და მონაწილეობა მივიღოთ ამ თემასთან დაკავშირებული, კონკრეტული იდეების განხორციელებაში.

საცხოვრებელი უფლებაა და არა ფუფუნება!
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------Urban Reactor has launched a new initiative concerning the housing problem. For now we are offering a manifesto. More information can be found on Facebook page.


It is a widely acknowledged fact that the existence of affordable housing stock is one of the main necessities for social, economic and political development of the society. Hence, in the process of ensuring decent life conditions to its citizens, every socially responsible state puts enormous effort in providing adequate housing. 

Access to affordable housing is a main precondition for human self realization (in the broadest meaning of this word). Right to decent housing is ensured by the United Nation’s universal declaration of human rights, article 25. Therefore, Georgia as a member of this organization must acknowledge and make sure to realize this right. 

Nonetheless this fundamental human right is not ensured, or even discussed on public and state levels in our country. Political, economic and social cataclysms left many members of our society empowerment and homeless. Moreover, by the speculative collaboration of state and banking system the number of such citizens has drastically increased in the recent years. This process is continuing up until today and leads the state towards the severe crisis. 

Our aim is to put this problem in the forefront of public discussions; together with the broader public: draw the interest of the government officials to this issue; collaborate with the state institutions in the process of defining housing policies; and participate in realization of specific projects related to this theme.

Housing is the right, not a luxury!

No comments:

Post a Comment