Thursday, 27 December 2012

სამუშაო შეხვედრა ერევანში / Working Meeting in Yerevan

სამუშაო შეხვედრა
2012 წლის 9-14 დეკემბერს, ერევანში, პროექტ SPACES-ს ფარგლებში, ჩატარდა მკვლევარების შეხვედრა. მისი მიზანი იყო კვლევითი პროექტის ინიცირება, რომელიც მიმართული იქნება მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის, საზოგადოებრივი სივრცეების კვლევისკენ. პროექტის ამოცანაა სხვადასხვა კონტექსტში დაგროვილი გამოცდილებით გაამდიდროს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოებრივი სივრცის ტრანსფორმაციის შესახებ ცოდნა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას      ვესწრებოდით მე - ლევან ასაბაშვილი და მიხეილ სვანიძე.

ჩვენი ჯგუფი ღია კინოთეატრ ”მოსკოვთან”
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ სომეხი არტისტების პლატფორმა უტოპიანა და მოლდოვიდან ასოციაცია ობერლიჰტი. სამუშაო შეხვედრების გარდა ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა დაეთვალიერებინა ერევანი და შეხვედროდა ადგილობრივ აქტიურ ჯგუფებს. მათგან, ჩემზე პირადად, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა, რომელმაც სხვა მოძრაობებთან ერთად, მაშტოცის პარკის მოძრაობაშიც დიდი როლი ითამაშა. სომხეთში და საქართველოში საზოგადოებრივი აქტივიზმის შედარება
ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ
ეს სხვა თემაა და აქ აღარ გავაგრძელებ. 

No comments:

Post a Comment