Friday, 28 February 2014

კაზრეთის გაფიცვის გეოგრაფია / Geography of Kazreti Strike


  • კაზრეთის ოქროს და სპილენძის მომპოვებელი, სახელმწიფო საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა 1975 წელს.
  • 2004 წელს საწარმო გაიყიდა 33 000 000$.
  • 2012 წელს, საწარმო ყოფილმა მფლობელმა გადაყიდა 120 000 000$.
  • საწარმოში მუშაობს 1500 ადამიანი. აქედან 800 მუშა და 700 ადმინისტრაციის თანამშრომელი.
  • მუშის მინიმალური ხელფასი -300ლ., მაქსიმალური - 850ლ., სამუშაო დრო 12 საათი. ადმინისტრაციის თანამშრომლის მინიმალური ხელფასი - 5000ლ., მაქსიმალური 220 000ლ., სამუშაო დრო 8 საათი.
  • 2013 წელს, კომპანიის მოგებამ შეადგინა 161 000 000$. საწარმოდან ყოველკვირეულად, სარეალიზაციოდ გადის 70 კგ ოქრო. კაზრეთიდან ოქროსა და სპილენძის ექსპორტი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 8%-ს შეადგენს. 
  • მუშების გაფიცვა დაიწყო 2014 წლის 14 თებერვალს, საწარმოდან 184 მუშის გათავისუფლების შემდეგ. ერთერთმა გათავისუფლებულმა მუშამ თავი მოიკლა.
  • გაფიცულების თავდაპირველი მოთხოვნა იყო, გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ანაზღაურების გაზრდა. ადმინისტრაციამ ამ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა. 
  • დღეს გაფიცულების მოთხოვნაა ადმინისტრაციის გადადგომა.
მუშა და არა მონა!

რუკის pdf ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან: https://www.mediafire.com/?asutcow57bcp942

No comments:

Post a Comment