Friday, 25 April 2014

ტკბილი 60-იანების შეხვედრები და ლექციები / Sweet 60s Glossary Meetings and Lectures




24-28 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში Tranzit.at-მა და ურბანრეაქტორმა გამართეს ლექციების სერია და ვორკშოპი. ლექციების მთავარი თემა იყო 1960-70იანი წლების საბჭოთა ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები. ვორკშოპზე, სტუდენტების ჯგუფმა ვერსატორიუმმა, რომელიც დაკავშირებულია ვენის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტთან, ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად იმუშავა საქართველოში არსებული პოლიტიკური და ლინგვისტური სიტუაციისა და ამ სფეროში არსებული დისკურსისა და მიდგომების ანალიზზე.


ლექციებზე მომხსენებლებმა შემდეგი თემები წარმოადგინეს:

ზაზა აბზიანიძე - XX საუკუნის 60–70–იანი წლების ქართული ლიტერატურა XXI საუკუნის გადასახედიდან:
მოდერნისტული ტენდენციები.

ქეთი ჩუხროვი - კლასიკური ხელოვნების აპოლოგია საბჭოთა ესთეტიკაში.

გიორგი მაისურაძე - კულტურული ტრანსფორმაცია პოსტსტალინური ხანის საბჭოთა საქართველოში

კონსტანტინე ნაცვლიშვილი - საქართველოს კულტურული სივრცე პოსტ-სტალინურ ეპოქაში
იეჰუდა საფრანი - თარგმანი და ხელოვნების ნიმუშის საწყისი

პეტერ უოტერჰაუსი - თარგმანი და დემილიტარიზაცია - სპეკულაციები 60იანებზე თბილისსა და ვენაში

პროექტის კურატორები იყვნენ: რუბენ არევშატიანი, ლევან ასაბაშვილი და გეორგ შოლჰამერი.
პროექტის კოორდინატორი: მირიამ პანინსკი.



ტკბილი60-იანები არის გრძელვადიანი, ტრანს რეგიონალური კვლევითი პლატფორმა, რომელიც მოქმედებს ხელოვნების, კვლევის, მედია და საგანმანათლებლო კონტექსტებს შორის ევროპაში, წინა აზიაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. პლატფორმის კვლევის საგანია რევოლუციური 60იანების დაფარული ისტორიები ან/და გამოუმჟღავნებელი კულტურული კავშირები და გაცვლა-გამოცლის არხები. 

ტკბილი 60-იანების კურატორები არიან რუბენ არევშატიანი და გეორგ შოლჰამერი
”ტკბილი 60-იანების” შექმნის ინიციატორია Tranzit.at-ი

Tranzit.at-ი არის Tranzit.org-ის ვენის ფილიალი, რომელიც არის დამოუკიდებელი ინიციატივების ქსელი ავსტრიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, რუმინეთში, და სლოვაკეთში. იგი მოქმედებს, როგორც ამ დამოუკიდებელი ადგილობრივი ერთეულების კოლექტივი. ეს არის თანამშრომლობა საზღვრებს მიღმა - ერებს, ენებს, მედიებს, მენტალობებსა და ისტორიებს შორის. 

Tranzit.at-ი დაარსდა 2004 წელს. მისი მიზანია პოსტ ფორდისტული კულტურული პროდუქციის იდეის გამოწვევა და კულტურული ინსტიტუციის ეფექტურობის და აქტუალობის კატეგორიებში კრიტიკული პრაქტიკა. Tranzit.at-ი დაინტერესებულია გრძელვადიანი, არაკანონიკური არტისტული პრაქტიკების კვლევით და ერთვება ტრანსლოკალურ თანამშრომლობებში ხდომილებებსა და დისციპლინებს მიღმა.

მადლობას ვუხდით ლიტერატურის მუზეუმს უანგარო დახმარებისთვის

No comments:

Post a Comment